ალექსანდრე ნიჟარაძე (1932-1991)
მუსიკოსი, საქართველოს სახალხო არტისტი
დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს.
1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1967 წლიდან დოცენტი, 1982 წლიდან კი პროფესორი იყო; 1956 წლიდან დაიწყო საკონცერტო მოღვაწეობა, შემოიარა საქართველოსა და სსრკ-ს ქალაქები, მოგვიანებით საზღვარგარეთის ქვეყნები(გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი); 1960 წელს ამიერკავკასიის მუსიკოს–შემსრულებელთა I კონკურსის ლაურეატი გახდა; მისი დაკვრა გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, საშემსრულებლო კულტურით; რეპერტუარში ძირითადად ჰქონდა კლასიკური და რომანტიკული საფორტეპიანო ლიტერატურის ნიმუშები, აგრეთვე ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები; პიანისტი, ანსამბლისტი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეტა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიასთან.

