ანრი ბოგვერაძე (30. VIII. 1933, ზესტაფონი,— 18. IV. 2002, თბილისი) –
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1990).
1956 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1959-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში. 1995-იდან იყო შუა საუკუნეების საქართვ. ისტ. განყ-ბის გამგე.
იკვლევდა საქართვ. ფეოდ. ხანის სოც.-ეკონ., პოლიტ. ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის საკითხებს. არის მონოგრაფიებისა და მრავალი სამეცნ. სტატიის, აგრეთვე „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ II ტომის ერთ-ერთი ავტორი. მონაწილეობდა აკად. ნ. ბერძენიშვილის არქივის დამუშავებასა და შრომების გამომცემი კომისიის მუშაობაში, სადაც მისი რედაქტორობით მომზადდა და გამოიცა რამდენიმე ტომი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

