კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ანრი ბოგვერაძე (30. VIII. 1933, ზესტაფონი,— 18. IV. 2002, თბილისი) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1990). 1956 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1959-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად.  ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში. 1995-იდან იყო შუა საუკუნეების საქართვ. ისტ. განყ-ბის გამგე. იკვლევდა საქართვ. ფეოდ. ხანის სოც.-ეკონ., პოლიტ. ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის საკითხებს. არის მონოგრაფიებისა და მრავალი სამეცნ. სტატიის, აგრეთვე „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ II ტომის ერთ-ერთი ავტორი. მონაწილეობდა არქივის დამუშავებასა და შრომების გამომცემი კომისიის მუშაობაში, სადაც მისი რედაქტორობით მომზადდა და გამოიცა რამდენიმე ტომი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted