კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ბიძინა მაჭავარიანი (1942-2021)
ალერგოლოგი. თსსუ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.
დაიბადა ქ. ქუთაისში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1966-1969 წლებში – საგარეჯოს რაიპოლიკლინიკის სასწრაფო სამედიცინო დახმარება – ექიმი, 1969-1970 წლებში – საქართველოს ჯანდაცვის სამ. IV მთავარი სამმართველო – ექიმი-თერაპევტი, 1970-1973 – სან. კავშ. სამ. აკადემიის ალერგოლოგიის ლაბორატორია (მოსკოვი) – ასპირანტი, 1973-1974 – საქართველოს ჯანდაცვის სამ. კურორტ. ინსტ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1974 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის ასისტენტი.
არის 48 სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 10 მონოგრაფიის და სახელმძღვანელოსი, რომლებიც ეხება ალერგიული დაავადებების ეპიდემიოლოგიის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის საკითხებს, სოკოვან ალერგიას და ა.შ.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments