ვალერიან კობახიძე (1908-1997) – პედაგოგი, ფიზიკოსი. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1930 წელს. 1956 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე პედაგოგიური პრაქტიკის ხელმძღვანელად. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.

