ამირან პაპუნაშვილი (1949-1992) – საქართველოს მხედრიონის ახალციხის რაზმის მეთაური. დაიბადა 1949 წელს. ქობულეთში. იზრდებოდა თბილისში.დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი – ინჟინერ-ტექნოლოგის და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი მრეწველობის დაგეგმვის სპეციალობით. გაიარა სამხედრო სამსახური. ჰქონდა ლეიტენანტის წოდება. 1967 წლიდან მუშაობდა თბილისის აბრეშუმსაქსოვ გაერთიანებაში, თბილისის სამკერვალო ფაბრიკაში, სოცუზრუნველყოფის სამინისტროში, „საქმრეწვდანერგვის“ საქართველოს რესპუბლიკურ ფილიალში. ომის დაწყებისთანავე აფხაზეთში გაემგზავრა და საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში ჩაება. იბრძოდა გაგრის ახლოს, სოფელ კოლხიდაში. დაიღუპა 30 აგვისტოს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.

