კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სულხან (სუხია) სულხანიშვილი (1965-1992) – სამთო მოთხილამურე, სპორტის ოსტატობის კანდიდატი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი. დაიბადა 1965 წლის 5 დეკემბერს, თბილისში. მერვე კლასამდე სწავლობდა 53ე საშუალო სკოლაში. დაამთავრა  ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა. 1982 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი.სამხედრო ვალდებულება მოიხადა კარპატების სამხედრო ოლქში ჯერ სერჟანტების სასწავლებელში, შემდეგ კი ასევე სამხედრო ოლქის სპორტულ ნაწილში. ჰქონდა ლეიტენანტის სამხედრო წოდება. მეხუთე კურსიდან ბოლომდე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. 1992 წლის 29 აგვისტოს მოხალისედ წავიდა აფხაზეთში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 101-ე ბატალიონის წევრად. იბრძოდა აფხაზეთში- ეშერასთან, სოხუმში. როგორც ათმეთაური იგი ყოველთვის პირველი იყო შეტევისას. ამხნევებდა თავის მებრძოლებს. ერთ-ერთ ბრძოლაში გუმისთის ნაპირთან მას ფეხქვეშ ნაღმი აუფეთქდა, მაგრამ გადარჩა და კონტუზია მიიღო. მაინც გააგრძელა ბრძოლა, მიღებული ჭრილობისაგან მალევე დაიღუპა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments