გრიგოლ კობახიძე (1910-1989) – სახალხო მასწავლებელი. მათემატიკოსი, პედაგოგი, ფიზიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა–მათემატიკური ფაკულტეტი 1933 წელს. 1930–1936წწ. მუშაობდა ფიზიკის მასწავლებლად თბილისის სხვადასხვა სკოლაში; 1941–1943წწ. იყო მე–17 საშუალო სკოლის დირექტორი; 1943 წლიდან – ვაჟთა 24–ე საშუალო სკოლის დირექტორი, რომელიც 1954 წელს რეორგანიზებული იყო 77–ე საშუალო სკოლად. 77–ე სკოლა 1991 წლიდან გადაკეთდა მე–5 გიმნაზიად და კობახიძის სახელობისაა. ავტორია შრომებისა სკოლათმცოდნეობისა და ფიზიკის სწავლების მეთოდიკის დარგებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.

