ვლადიმერ ქერქაძე (1915-1989) – საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და სოფლის მეურნეობის მინისტრი; დაიბადა 1915 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში. 1941 წელს გაიწვიეს ჯარში და მონაწილეობდა ომში მის დამთავრებამდე. მუშაობა დაიწყო 1946 წელს და 1950 წლამდე მუშაობდა საქართველოს ტექნიკური კულტურის სამინისტროში აგრონომად. 1951 წლამდე მუშაობს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილებაში ინსტრუქტორად, შემდეგ ჩოხატაურის რაისაბჭოში აღმასკომის თავმჯდომარედ. 1954 წლამდე იგი საქართველოს კომპარტიის ქუთაისის რაიკომის პირველი მდივანია. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.

