კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კოკი მახარაძე (1929-1992) – საქართველოს სახალხო მხატვარი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1953 წელს. 1973 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მნიშვნელოვანი ნამუშევრები თბილისში: “სუვოროვი და ბაგრატიონი ალპებში” (1952), “ასპინძის ბრძოლა (1961)”, ალეგორიული ხასიათის დიდი ტილო “მიწა ქართული” (1967, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თსუ ინტერიერი – 1972), “თეთრი ხარი” (1975), “დიდგორი” (1985), “ამაღლება” (1987), “ცეცხლითა და მახვილით” (1988), სერია “ძველი თბილისი” (1989). გააფორმა მრავალი წიგნი. ნაყოფიერად მოღვაწეობდა ჟურნალ-გაზეთებში. დაკრძალულია საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ.გიორგის ეკლესიის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments