მამია დუმბაძე (1915-1990) – ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1942 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; 1958-1989წწ. იყო საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილების გამგე; იკვლევდა საქართველოს ფეოდალური ხანის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურული ისტორიის საკითხებს; არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ.გიორგის ეკლესიის ეზოში.

