კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

არსენ მეკოკიშვილი (დ. 12 აპრილი, 1912, სოფელი გიორგიწმინდა, საგარეჯო — გ. 7 მარტი, 1972) – სპორტსმენი, მოჭიდავე, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951). ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი, სსრკ ცხრაგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და შვიდგზის ჩემპიონი სამბოში. სამგზის (1936,1937, 1938) აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში. გარდაიცვალა 1972 წლის 7 მარტს გიორგიწმინდაში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ზუკა მეკოკიშვილმა.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments