გურამ ლებანიძე (1935-2021) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის განყოფილება. იკვლევდა რომანულ ენებს, ასევე ლინგვისტიკისა და ენის ფილოსოფიის, კულტუროლოგიის უმნიშვნელოვანეს, აქტუალურ საკითხებს. დაკრძალულია მახატას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

