ალექსი არაბული (დ. 27 თებერვალი, 1948, გომბორი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი-2024) – პოლიტიკოსი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1972 წელს დაამთავრა თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1973-2000 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: 1973-1981 წლებში იყო ალკკ საგარეჯოს რაიკომის ინსტრუქტორი, პირველი მდივანი; 1982-1985 წლებში საგარეჯოს რაიონული გაზეთის რედაქტორის მოადგილე, 1986 წლიდან საგარეჯოს N55 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის დირექტორი; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი N11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქიდან; უზენაესი საბჭოს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის წევრი. დაკრძალულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერონაში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა მინდია არაბულმა.

