კობა გურული (დ. 23 აპრილი, 1930, სოფ. ქვედა საქარა, ზესტაფონის რაიონი, — გ. 9 აპრილი, 2010, თბილისი) – მხატვარი, ოქრომჭედელი და მოქანდაკე. თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი. 1949-1956 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. გურულის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია თემატიკის მრავალფეროვნება, დეკორაციულობა. დაკრძალულია საბურთალოს ზედა პანთეონში. წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.

