ბიძინა მინდაძე (1940-1991) – ექიმი, პოეტი. დაიბადა ცნობილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის ალექსი მინდაძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს. მისი დებიუტი ლიტერატურულ ასპარეზზე 1960 წელს შედგა, როდესაც სალიტერატურო პერიოდიკაში გამოაქვეყნა პირველი ლექსები. დაკრძალულია საბურთალოს ზედა პანთეონში,წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.

