კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ეპისკოპოსი დიმიტრი (ერისკაცობაში – რამაზ კაპანაძე; დ. 19 ივნისი, 1975, სოფ. ხორითი, ხარაგაულის რაიონი — გ. 23 იანვარი, 2022) – ხორნაბუჯის ეპარქიის მღვდელმთავარი 2015 წლის 12 იანვრიდან გარდაცვალებამდე, 2022 წლის 23 იანვრამდე. ბერად აღიკვეცა 1995 წლის 16 დეკემბერს, 1996 წლის 10 მარტს აკურთხეს დიაკვნად, მღვდლად 1997 წლის 12 იანვარს აკურთხეს. 2013 წლის 11 ოქტომბერს არქიმანდრიტი დიმიტრი გამორჩეულ იქნა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსად. ხოლო 2013 წლის 27 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. 2015 წლის 12 იანვრიდან 2022 წლამდე ეპისკოპოსი დიმიტრი ხორნაბუჯის ეპარქიას ედგა სათავეში. გარდაიცვალა 2022 წლის 23 იანვარს კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით. დაკრძალულია საკათედრო ტაძრის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments