კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ დვალიშვილი (1986-2008) – კაპრალი, შინდისის გმირი. დაამთავრა ქუთაისის სამხედრო ლიცეუმი 2003 წელს; სწავლობდა იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ, 2007 წლიდან სენაკის მეორე ბრიგადის საინჟინრო ასეულში მსახურობდა. 2019 წელს გორში შინდისის გზატკეცილს “შინდისის გმირების” სახელი მიენიჭა, ასევე მიხეილ დვალიშვილის სახელი ეწოდა იმ ქუჩას, სადაც ის გაიზარდა. მისი ლექსების კრებულიც გამოიცა, ეს იყო გმირის ერთ-ერთი სურვილი, რომელიც სიცოცხლეში ვერ განახორციელა. დაკრძალულია სოფელ მუქედის სასაფლაოზე, ვანის რაიონი. საფლავის ფოტო აღებულია მიხეილ შენგელიას გვერდიდან.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments