კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თენგიზ მუშკუდიანი (დ. 12 ივნისი, 1927, თბილისი — გ. 2 ივლისი, 2023) – საოპერო მომღერალი (ბანი), მსახიობი, პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1965), ღირსების ორდენის კავალერი (1996). 1951 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. შემდეგ სწავლა განაგრძო  სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე. 1955 წლიდან ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტია. სასცენო კარიერის დასრულების შემდეგ განაგრძო აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობა. 1985-2005 წლებში იყო თბილისის პირველი სამუსიკო სკოლის დირექტორი. გადაღებულია ფილმებში. 2016 წლის 14 ივლისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის ვარსკვლავი. დაკრძალულია თბილისში, მახათას საზოგადომოღვაწეთა პანთეონში.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments