თამაზ დიასამიძე (1959-2026) – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. საქართველოს პარლამენტის სამგზის მოწვევის დეპუტატი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი და ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1989 წელს. 19991-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: ბათუმის საარჩევნო ოლქიდან; სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1989-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-მუშაკი; 1992-1995წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი: პროპორციული წესით, N10 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი “11 ოქტომბერი”; 1993-1995წწ. გამოსცემდა და რედაქტორობდა დამოუკიდებელ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთებს: “საქართველოს კარიბჭე” და “თავისუფალი სიტყვა”; 1996-2000წწ. “განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრის” რეგიონული კვლევების პროგრამის ხელმძღვანელი; 2000-2004წწ. კავშირი – “რეგიონალიზმის კვლევის ცენტრი”, ხელმძღვანელი; 2004-2012 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი. აჭარის დროებითი საპრეზიდენტო საბჭო, წევრი (2004). დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

