კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვალიკო ძაგნიძე (დ. 1912, ბაქო — გ. 5 თებერვალი, 1967, თბილისი) –  მსახიობი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი.  1937 წელს წარჩინებით დაამთავრა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრალური სტუდია და მუშაობდა ჯერ მოზარ მაყურებელთა, ხოლო 1945 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში. პარალელურად მმოღვაწეობდა კინოში და ესტრადაზე. იგი იყო ქართული საესტრადო მუსიკის ერთერთი ნოვატორი, შექმნა 100-ზე მეტი სიმღერა, რომლებიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. თავადაც შესანიშნავი მომღერალი იყო. ძაგნიძისა და ჩხიკვაძის საესტრადო ვოკალურმა დუეტმა და მათმა ხელოვნებამ დიდად შეუწყო ხელი ჩვენში ამ ჟანრის განვითარებას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია გოგუცა კუპრაშვილი (1908-1983) – მსახიობი, სახალხო არტისტი.

 

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments