კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

პეტრე (კუკა) აბრამია (1936-2022) – შორეული ნაოსნობის კაპიტანი. დაამთავრა ბათუმის საზღვასნო სასწავლებელი 1959 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი 1974 წელს. 1959-1965წწ. სსრკ შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის მატროსი, შტურმანი (სამგზავრო ტურბოელექტრომავალი «АБХАЗИЯ», 1960), კაპიტნის მეორე თანაშე (თბომავლები «ЛЕНИНСК»-ი, 1961, «АРАРАТ»-ი, 1963 და ტანკერი «ХАНОЙ»); 1965-1970წწ. ფოთის და საქართველოს საოკეანო თევზჭერის სამმართველოს თევზსაჭერი ფლოტის გემების კაპიტან-დირექტორი («შოთა რუსთაველი» 1965, «კახეთი» 1967); ცურავდა ატლანტიკასა და ინდოეთის ოკეანეში, ანტარქტიდის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სანაპიროებთან; 1970-2000წწ. ფოთის საზღვაო ნავსადგურის კაპიტანი. დაკრძალულია ფოთში, “კუნძულის” დასახლების სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ირაკლი ჩარგაზიამ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments