კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შალვა შარაშიძე (1880-1934) – მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი. დაამთავრა ბახვის დაწყებითი სკოლა 1891 წელს. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1996 წელს ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე შევიდა, შემდეგ სამედიცინო ფაკულტეტზე გადავიდა. 1906 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. 1905 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა თბილისის საზოგადოების ორგანიზაციის ბოლშევიკური ფრაქციის არალეგალურ მუშაობასა და გამოსვლებში. 1906 წლის I ნახევარში გადავიდა ბაქოში და იქ განაგრძო არალეგალური მუშაობა. 1907-1910წწ. პეტერბურგში იყო და მონაწილეობდა ქართველი სათვისტომოს მოღვაწეობაში. 1911 წლიდან ქუთაისში იყო და თბილისის გამოცემებში ბეჭდავდა იუმორისტულ ლექსებსა და ფელეტონებს. 1914 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო “სახალხო სახლის” თეატრის რეჟისორი და მსახიობი. განაგრძობდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა იგორ კეკელიამ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments