კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

არდევან ახვლედიანი (1897-1942) – მეან-გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1936), პროფესორი(1939). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. მუშაობდა სვანეთში, სადაც შეისწავლა ენდემური ჩიყვი. გამოიკვლია საქართველოში ამ დაავადების გავრცელების მიზეზები. შეისწავლა სოფელ მუაშის მინერალური წყლების სამკურნალო თვისებები, რამაც განაპირობა მუაშის კურორტად აღიარება. 1939-1942წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. შეადგინა მეანობის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა იგორ კეკელიამ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments