კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზაქარია კლიმიაშვილი (1881-1934) – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი. გეოგრაფი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1910 წელს. სამუშაოდ გააგზავნეს ლენქორანში (აზერბაიჯანი). 1914 წელს დაბრუნდა თბილისში და იგზავნება თელავში, სადაც გაერთიანდა გიმნაზია და სასულიერო სასწავლებელი, რომლის დირექტორად იგი დაინიშნა. 1921 წელს ბრუნდება თელავიდან და მუშაობას იწყებს მიწათმოქმედების სამინისტროში, რომელიც ქუთაისში გადაიტანეს, სადაც იგი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა. იმავე წელს ბრუნდება თბილისში განათლების სახალხო კომისარიატში და მოღვაწეობს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. 1924 წელს დააპატიმრეს და მოხვდა სიკვდილმისჯილთა სიაში. მას დაეხმარა მ. ორახელაშვილის მეუღლის რეკომენდაცია, რომელთანაც იგი მუშაობდა. იმავე წელს სამუშაოდ დაბრუნდა განათლების სახალხო კომისარიატში, პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა ლათინურ ენაში. მოღვაწეობდა აგრეთვე ჟურნალ “სახალხო სკოლისაკენ”. შეადგინა სკოლის რამდენიმე სახელმძღვანელო გეოგრაფიაში, მათ შორის “საქართველოს გეოგრაფიაში”. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა იგორ კეკელიამ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted