თენგო ავსაჯანიშვილი (დ. 1970, სოფ. გორისციხე, ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — გ. 31 მაისი, 2024) – პოეტი. დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი. მისი პირველი ლექსები იბეჭდებოდა რაიონულ გაზეთ „დარიალში“ 80-იან წლებში. 1990 წელს კი დაიბეჭდა გაზეთ „ქართულ ფილმში“, შემდეგ გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ და ჟურნალ „ანეულში“. არის ოთხი წიგნის ავტორი. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა მარინე თექთუმანიძემ.

