აბრეკ ფხალაძე (1920-2018) – დამსახურებული არტისტი. სწავლობდა თბილისის საესტრადო სტუდიაში 1937-1939წწ., დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1950 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. 1970 წლიდან მონაწილეობდა კინოგადაღებებში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო აღებულია გურამ ლეგაშვილის გვერდიდან.

