კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ქართველიშვილი (დ. 1827, თბილისი — გ. 1901) – საზოგადო მოღვაწე, მეწარმე და ქველმოქმედი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი და ხაზინადარი. ქართველიშვილის (და მისი კომპანიონი ზეზემანის) ფირმა ორთქლის ძრავებზე მომუშავე ხის გადამამუშავებელ 3 მსხვილ ქარხანას ფლობდა შიდა ქართლში (გორის მაზრა), სოფელ ატენსა და ხანდისში. დამუშავებული ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის, რომლის დიდი ნაწილი (განძელების სახით) სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მშენებლობას ხმარდებოდა, ქართველიშვილმა რკინიგზა ააგო ატენიდან გორამდე. ქართველიშვილი ასევე მსხვილ სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა და პირველი გილდიის ვაჭრის წოდებას ატარებდა, რაც რუსეთის იმპერიაში კომერციის დარგში უმაღლეს აღიარებად ითვლებოდა. 1881-1882 წლებში ქართველიშვილმა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის გამოცემაზე დაიწყო ზრუნვა. წიგნის გასაფორმებლად მოიწვია რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი, ეროვნებით უნგრელი, მიხაი ზიჩი. 1884 წელს მისივე წინადადებით შეიქმნა კომისია, რომელსაც ვეფხისტყაოსნის ტექსტის ვარიანტების შეჯერება-დადგენაზე უნდა ემუშავა. დაკრძალულია დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted