მართა რაზიკაშვილი (1870-1902) – ვაჟა ფშაველას და. “ჯერ კიდევ ყმაწვილი ქალი იყო მართა, როცა მამამისმა – პავლე რაზიკაშვილმა მისი ფეხმძიმობის ამბავი შეიტყო. მე-19-ე საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, მთის მიყრუებულ სოფელში, ჩარგალში მასწავლებლად გამწესებული ახალგაზრდა, მოხდენილი და განათლებული ყმაწვილის კაცის შეყვარება და გრძნობების ვერმორევა სულაც არ იყო გასაკვირი. თანადგომაში, ზრუნვაში, და სიყვარულში გააჩინა მართამ თავისი პირველი ვაჟი, მიხა რაზიკაშვილი. პავლე მღვდელმა ის თავის შვილად დაწერა და თუ რამ შეეძლო, არაფერი დააკლო არც მის აღზრდას, არც განათლებას! ძმები რაზიკაშვილები განსაკუთრებული სიყვარულით ზრდიდნენ მას და გაზარდეს კიდეც კარგი ქართველი და კარგი რაზიკაშვილი, იმდენად კარგი, რომ 1937-ში ის საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობის ბრალდებით დახვრიტეს. რაზიკაშვილების ერთადერთი და, მართა, ძმების საფიცარი იყო ყოველთვის. მოგვიანებით ის გათხოვდა, ოჯახი შექმნა და მისი ახალი კერაც, ძმების მეორე სახლად ითვლებოდა მათი სიცოცხლის ბოლომდე! დაკრძალულია ყვარელში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა რამაზ შაინიძემ. ტექსტი აღებულია გვერდიდან “მკითხველთა ლიგა
ნინი არაბული”.

