ეპისკოპოსი დამიანე (ერისკაცობაში — მამუკა ხუფენია; დ. 6 აგვისტო, 1959, სოხუმი — გ. 30 ივლისი, 2022) – სამთავისისა და კასპის ეპარქიის მღვდელმთავარი 2013 წლის 3 ნოემბრიდან გარდაცვალებამდე. 2004 წლის 2 იანვარს სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ბერად აღკვეცა და სახელად დამიანე უწოდა. 2013 წლის 11 ოქტომბერს იღუმენი დამიანე გამორჩეულ იქნა სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსად. ხოლო 2013 წლის 3 ნოემბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. 2022 წლის 30 ივლისს, ქვემო ქართლში, მარტყოფთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალულია სამთავისის ტაძრის ეზოში.

