ილია ფალიანი (1886-1966) – ინჟინერი, მომღერალი, მწერალი, პედაგოგი, პოეტი. დაამთავრა სამშენებლო ინსტიტუტი. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო მოგვიანებით სამშენებლო ინსტიტუტი დაასრულა. გასული საუკუნის 40-იან წლებში პირველად გაანათა მესტიის და მისი შემოგარენი სოფლები. მის მიერ აშენებულ ნაგებობებს შორის ყველაზე მასშტაბური მესტიის ჰესი იყო, რომლითაც არა მხოლოდ მესტია, არამედ ახლომდებარე სოფლებიც მარაგდებოდა. ახალგაზრდობაში პოეტობდა, მრავალი ლექსი აქვს შეთხზული. ბევრი მოთხრობა და ნოველა უძღვნა სვანების ცხოვრებას. ხელოვნებისადმი მიდრეკილება ბავშობიდანვე აღეძრა. დაეუფლა ხალხურ სიმღერებსა და სვანურ საკრავებს. მან ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ჩანგი და ჭუნირი. დაკრძალულია მესტიაში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.

