კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნოე ფალიანი (1919-2005) – სამხედრო პირი, სპორტსმენი. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, ბოლომდე იბრძოდა და გამარჯვებული დაბრუნდა თავის მშობლიურ მესტიის რაიონში. ომიდან დაბრუნების შემდეგ სამუშაოდ გაიგზავნა ყაბარდო-ბალყარეთში, სადაც ერთ-ერთი რაიონის მილიციის უფროსად დაინიშნა. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროში. იგი იყო ერთ-ერთი უძლიერესი მოჭიდავე სპორტსმენი მძიმე წონაში. 1946 წლიდან იყო საქართველოს სამბოისტთა ნაკრები გუნდის კაპიტანი და ექვსგზის ჩემპიონი ჭიდაობა ძიუდოში. 1960 წელს საცხოვრებლად დაბრუნდა მესტიაში და ეწეოდა საზოგადოებრივ და სპორტულ საქმიანობას. სვანეთის ერისთავთა სეტიელთა (საქორეპისკოპოსო საგვარეულოს) შთამომოვალი. დაკრძალულია მესტიაში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted