კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მაქსიმე გვარლიანი (1914-1993) – ალპინისტი, მეგზური, ალპინიზმის ინსტრუქტორი. სპორტის დამსახურებული ოსტატი. მაქსიმე გვარლიანის ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მოეწყო მნიშვნელოვანი ასვლები კავკასიონსა და პამირის მთიანეთში 1937 წელს, შხელდა 1950 წელს, შხარა 1952 წელს. 1954 წელს მისი ხელმძღვანელობით პირველად დაიპყრეს “თეთნულდის მსხვერპლთა ხსოვნის” და “ფრიდრიხ ენგელსის” მწვერვალები, 1955 წელს პამირში მეცნიერებათა აკადემიის ქედზე მწვერვალი “როსია”. 1942 წელს კავკასიის ფრონტზე სადაზვერვო ჯგუფის შემადგენლობაში ასრულებდა სარდლობის საგანგებო დავალებებს. 1934–1965წწ. იყო მესტიის ეთნოგრაფიული ანსამბლის წევრი. დაკრძალულია მესტიაში, საგვარეულო სასაფლაოზე. დიდი მადლობა ქალბატონ თეონა ჯაფარიძესა და მუხრან გვვარლიანს.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted