ლილი ნავერიანი (1927-2021) – საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი. დაიბადა მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ მულახში. დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაუბრუნდა თავის მშობლიურ სოფლის სკოლას და მუშაობა დაიწყო ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლად, სადაც აღზარდა და გზა გაუკვალა მომავალ ახალგაზრდა თაობას. 1955 წელს მუშაობა გააგრძელა მესტიის საშუალო სკოლაში პედაგოგად, სადაც 56 წელი იმოღვაწა. დაკრძალულია მესტიაში, ფერისცვალებვის ეკლესიის ეზოში. დიდი მადლობა ბატონ მუხრან გვარლიანს.

