კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გივი მაჭავარიანი (დ. 5 დეკემბერი, 1927, თბილისი — გ. 27 აგვისტო, 1968, სეგედი, უნგრეთი)
ენათმეცნიერი, პროფესორი.
1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება, შემდეგ ასპირანტურა. უკანასკნელი 14 წელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1966 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
“ბრწყინვალე ენათმეცნიერი ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო კონგრესზე გავისტუმრეთ 1968 წლის აგვისტოში, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი იქიდან აღარ დაბრუნებულა – დიდი ივანე ჯავახიშვილის მსგავსად გამოეთხოვა წუთისოფელს, კათედრაზე მდგარი – ინფარქტის ძლიერი დარტყმით წამიერად გარდაიცვალა” – გიორგი ახვლედიანი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments