ვლადიმერ ბალაძე (1952-2026) – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2006-2007წწ. – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1976წწ. – თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1976-1980წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტი, ალგებრა-გეომეტრიის განყოფილება, ასპირანტი; 1980-1983წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ალგებრა-გეომეტრიის კათედრა, ასისტენტი; 1983-1996წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ალგებრა-გეომეტრიის კათედრა, დოცენტი; 1991-2004წწ. – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკის კათედრა, დოცენტი, პროფესორი; 1996-2005წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ალგებრა-გეომეტრიის კათედრა, პროფესორი; 2005-2006წწ. – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რექტორის მოადგილე სასწავლო აკადემიურ დარგში, სრული პროფესორი; 2008 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 2012 წლიდან Zentralblat Mathematical-ს რეფერენტი; 2013 წლიდან ჟურნალ Mathematical Reviews-ს რეფერენტი; 2014 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტი მათემატიკაში; 2018 წლიდან Tbilisi Mathematical Journal-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2013-2018წწ. – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2018 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. დაკრძალულია ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგელიძეებში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ნაზიმ ხალვაშმა.

