კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სარდიონ ალექსი-მესხიშვილი (1814-1863) – ექიმი, კრიტიკოსი, მთარგმნელი. 1832–1836 წლებში სწავლობდა სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის მოსკოვის განყოფილებაში, რომელიც დაამთავრა ექიმისა და ვეტერინარის წოდებით. 1840 წლიდან მუშაობდა ექიმად თელავში, სიღნაღსა და თბილისში. 1848 წელს წარდგენილი დისერტაციის საფუძველზე მიენიჭა შტაბ-დოქტორის წოდება. მისი კრიტიკული წერილები და თარგმანები (როჟე დე ბოვარის, ჟ. ფ. მარმონტელის, ეჟენ სიუს თხზულებები) იბეჭდებოდა გაზეთ “კავკაზსა” და ჟურნალ “ცისკარში”. ეკამათებოდა თერგდალეულებს, იცავდა “მამათა” პოზიციებს. 1861 წელს “ცისკარში” გამოქვეყნდა ალექსი-მესხიშვილის წერილს (“უსტარი ანტიკრიტიკული”). აქ იგი იცავდა სამი სტილის თეორიას და იმ ასო-ნიშნებს, რომელთა ხმარებაზე ახალმა თაობამ უარი თქვა (უ, ჱ, ჲ, ჳ, ჴ). ამავე წერილში მან პასუხი გასცა ილია ჭავჭავაძეს ფრანგულიდან ჟ. ფ. მარმონტელის “მეუდაბნოენის” საკუთარი თარგმანის გამო (დაიბეჭდა 1852 წლის № 1 და №2 “ცისკარში”) და დამრიგებლური ტონით გაახსენა კარამზინის დამსახურება რუსულ ლიტერატურაში. დაკრძალულია ახალი შუამთის მონასტერში.მასთან ერთად დაკრძალულია მისი მეუღლე სოფიო.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted