დიმიტრი ჯორჯაძე (1821-1883) – საიდუმლო მრჩეველი. 1854-1872 წლებში მსახურობდა დაღესტანში სამოქალაქო საქმეთა მმართველად. 1867 წელს დიმიტრი ჯორჯაძე აირჩიეს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დამაარსებელი კომიტეტის წევრად, იგი დამფუძნებელი წევრი იყო “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების”; ერთხანს თავმჯდომარეობდა “კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას”. დიმიტრი ჯორჯაძე გარდაიცვალა კახეთში, მშობლიურ სოფელ ენისელში 1883 წლის 9 ნოემბერს. დაკრძალულია გრემის ნაქალაქევის მთავარანგელოზის ეკლესიაში.

