თამარ ჩაჩიბაია (1961-2024) – საეკლესიო გალობათა კომპოზიტორი. ეკუთვნის მელოდიები ისეთი საგალობლებისა, როგორიცაა “წმინდა ხარ”, “იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო”, “რათა შევიწყნაროთ”, წმ. ნინოს, წმ. გიორგის, წმ. ბარბარეს ტროპარები და სხვა. დაკრძალულია ბოდბის მონასტრის სასაფლაოზე.

