კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე) (დ. 18 მაისი, 1910, სოფ. ვაზისუბანი, თელავის მაზრა (ამჟამად გურჯაანის მუნიციპალიტეტი) — გ. 1 თებერვალი, 1991, თელავი) — საეკლესიო მოღვაწე. მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გიორგი ალექსანდრეს ძე ცერცვაძე, დაიბადა 1910 წლის 18 მაისს თელავის მაზრის სოფელ ვაზისუბანში. 1948 წლის 18 თებერვალს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 24 თებერვალს მღვდლად. 1971 წლის დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიენიჭა დეკანოზის ხარისხი. 1976 წლის 21 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ლოცვა-კურთხევით იგი აღიკვეცა ბერად და უწოდეს სახელი გრიგოლი. იმავე წლის 22 მაისს სიონის ტაძარის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტი გრიგოლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა ალავერდის ეპისკოპოსად. ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა XII საეკლესიო კრებაზე წმიდა სინოდის სახელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ასარჩევად წამოაყენა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიას კანდიდატურა. 1977 წლის 25 დეკემბერს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო პატრიარქის კურთხევის ცერემონიალში, მიართვა საქართველოს ეკლესიის ახლად აღსაყდრებულ საჭეთმპყრობელს საპატრიარქო მიტრა, კუნკულ-ბარტყულა და კვერთხი. 1978 წლის 4 იანვარს უწმიდესმა და უნეტარესმა ეპისკოპოს გრიგოლს მიტროპოლიტობა უბოძა. მიტროპოლიტი გრიგოლი გარდაიცვალა 1991 წლის თებერვალში. დაკრძალულია ალავერდის საკათედრო ტაძარში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted