ეკატერინე ჯანდიერი (1882-1930) – პირველ აგრონომი ქალი. ეკატერინე ჯანდიერი შვეიცარიაში აღმოჩნდა. ხუთწლიანი კურსის დამთავრების შემდეგ ეკატერინე სამშობლოში დაბრუნდა და სოფელ ვაჩნაძიანშ სამაგალითოდ მოაწყო მამის მეურნეობა. პირველმა ქართველმა აგრონომმა ქალმა შვეიცარიიდან ჩამოიტანა ათობით ფილოქსერაგამძლე ვაზის ნერგი, გამოიწერა და მიიღი სიმინდის საფშვნელი, პურის სალეწი, მემინდვრეობისათვის განკუთვნილი მანქანები, რძის გადასამუშავებელი აპარატი. ფიზიკურად მუშაობდა მინდვრად, ვენახში. საოცარი ოსტატობით ამყნობდა ვაზს. ხშირად ჩამოდიოდა თბილისში და კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრებს ლექციებს უკითხავდა სოფლის მეურნეობის საკითხებზე. ეკატერინე ჯანდიერი ვაჩნაძიანში ეწეოდა სამეცნიერო მუშაკობასაც. საამისოდ ქონდა მიკროსკოპი და იმ დროს პირობაზე კარგად მოწყობილი ლაბორატორია. ასევე სოფელში მოაწყო ბიბლიოთეკა. გარდაიცვალა 1930 წელს და დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია შვილი გიორგი მაჭავარიანი (დ. 15 ივნისი, 1920, თბილისი — გ. 28 ოქტომბერი, 1993, იქვე) — ექიმი.

