კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ეპისკოპოსი პეტრე (ერისკაცობაში პეტრე დავითის ძე კონჭოშვილი; დ. 1836, თელავი, საბუე — გ. 5 თებერვალი, 1909) – საეკლესიო მოღვაწე, ღვთისმეტყველი, ალავერდელი ეპისკოპოსი. პეტრე დავითის ძე კონჭოშვილი დაიბადა 1836 წელს თელავის მაზრის სოფელ საბუეში, მღვდლის ოჯახში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, მღვდლად იყო საინგილოში, იქიდან ოსეთში გადაიყვანეს, შემდეგ ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულს ასწავლიდა. მონაწილეობდა საღვთო წიგნების, მ.შ. ბიბლიის ქართული ტექსტის შესწორებასა და ბეჭდვაში. 1899 წელს იმოგზაურა იერუსალიმში. თავისი მოგზაურობა აღწერა წიგნში: „მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ“. 1905 წლის 26 აგვისტოს მამა პეტრე ეპისკოპოსად აკურთხეს. 1906 წელს იგი იმერეთის ეპარქიის მმართველად, ხოლო 1907 წლის აპრილში გორის ეპარქიის მმართველად იქნა გადაყვანილი. აქტიურად იღვწოდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. დაკრძალულია ალავერდის მონასტერში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted