ტარიელ ფუტკარაძე (1960 2021)
ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ბათუმის პრეფექტი (1991), ხელი აქვს მოწერილი საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი 2011-2021 წლებში. 1992-2012წწ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი;
დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

