გიორგი (გოგი) ქავთარაძე (დ. 2 აპრილი, 1940, თბილისი, — 2020)
მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
1958–1963 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენის თანამშრომელი, რეჟისორის თანაშემწე, მსახიობი. 1963 წლიდან სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე, იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. 1963–1969 და 1972–1976 წლებში — რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969–1972 — ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974–1976 თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1976–1982 — ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1982-1992 — სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
გადაღებულია 25 ფილმში, იყო ერთი ფილმის რეჟისორი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.
გარდაიცვალა 2020 წლის 20 დეკემბერს, 80 წლის ასაკში. დაკრძალულია მახათას მთის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

