კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძე (დ. 1880, ჭანჭათი, ოზურგეთის მაზრა — გ. 1954, ლევილი, საფრანგეთი) – სამხედრო მოღვაწე, რევოლუციური მოძრაობის მონაწილე კავკასიაში. 1918-1921 წწ. საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლების მეთაური, 1921 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი. განსაკუთრებული გმირობა გოგუაძის რაზმმა გამოიჩინა 1918 წლის იანვარ-მარტში აჭარასა და გურიაში შეჭრილი ოსმალეთის ჯარების წინააღმდეგ. 1918 წ. აპრილში მან ჯერ ჩაქვში დაიხსნა ალყაში მოქცეული პოლკოვნიკ ყარალაშვილის ჯარი. აქ, ვინაიდან ჯავშნოსანი მატარებელი ვერ უახლოვდებოდა ალყაშემორტყმულ ყარალაშვილის დაჯგუფებას, გოგუაძემ პორფილე გორგოშიძის ხელმძღვანელობით გადასხა 25 კაციანი რაზმი, რომელმაც მოახერხა ზურგში მოქცეოდა ოსმალეთის რაზმს და უეცარი შეტევით გაანადგურა პანიკაში ჩავარდნილი მრავალრიცხოვანი მტერი. გოგუაძე ჯავშნოსანი მატარებელით მონაწილეობდა მთელ რიგ სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის სამხედრო ნაწილების ამბოხების ჩახშობაში ქუთაისსა და თელავში (1918 წ. თებ.), ბორჩალოს მაზრაში (1918 წ. ივნ.), სომხეთთან ომში (1918 წ. დეკ.), საბჭოთა რუსეთთან ბრძოლებში (1921 წლის თებ.). ამ უკანასკნელი ომის დროს მძიმედ დაჭრილი გოგუაძე მეგობრებმა სტამბულშო წაიყვანეს, სადაც ის ფრანგულ ჰოსპიტალში მკურნალობდა. სტამბულში მას მეუღლემ ჩააკითხა. გარდაიცვალა იქვე. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments