ნუგზარ საჯაია (დ. 25 დეკემბერი 1941, სოფელი ჯვარი, წალენჯიხის რაიონი, საქართველოს სსრ, — გ. 25 თებერვალი 2002, თბილისი, საქართველო)
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 1996-2002 წლებში. 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
საქართველოს სსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭის დეპუტატი. 1990-1991 წლებში — საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. 1993 წელს — საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, უშიშროებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; 1996 წელს — პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში — ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. მინიჭებული ჰქონდა გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 2002 წელს ტრაგიკულად დაიღუპა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში.
დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

