კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ავთანდილ რცხილაძე (1939-2022)
საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტექნიკუმი 1966 წელს; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1981 წელს.
სხვადასხვა წლებში იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ელექტრომექანიკოსი, თბილისის №26 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის საწარმოო სწავლების ოსტატი, თბილისის მეტროპოლიტენის მექანიკოსი, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეტრის მსახიობი, თელავის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი. საქართველოს ჰელსინკის კავშირის გამგეობის წევრი; 1990-1991წწ. საქართეველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”, საარჩევნო ფორმა: მაჟარიტარული, მაჟორიტარი თელავის, ვარდისუბნის №61 საარჩევნო ოლქიდან, საქართველოს ჰელსინკის კავშირი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდეს ქალბატონებმა ნინო შურღაიამ და თამო რცხილაძემ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments