თენგიზ სიგუა (დ. 9 ნოემბერი 1934 — გ. 21 იანვარი, 2020) – საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1990–91), საქართველოს პრემიერ-მინისტრი (1992–93). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი. 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 1991-1992 წლის პოლიტიკური გადატრიალების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს კომერციულ სასაფლაოზე.

