ბაჩანა ბრეგვაძე (დ. 11 თებერვალი, 1936— გ. 14 თებერვალი, 2016, თბილისი) – ფილოსოფოსი, მთარგმნელი, მწერალი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი. 1973 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. დაჯილდოებულია ღირსების ორი ორდენით (1995 და 2005წ.) გარდაიცვალა 2016 წლის 14 თებერვალს, 80 წლის ასაკში. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა არჩილ შუშანაშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას….

