კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ამირან ხაბაზი (1953-2021) – პოეტი, პროზაიკოსი. აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი. დაიბადა 1953 წლის 24 აგვისტოს, ქობულეთის რაიონის სოფელ აჭყვისთავში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამირან ხაბაზის ლექსების პირველი კრებული – „შვიდფერი“ – 1979 წელს გამოიცა. ავტორია კრებულებისა: „ჩურჩული“ (1983), „მიწიდან ცისკენ“ (1987), „ლექსის ფარდაგი“ (1990), „სულ საქართველო მეძახდა“ (1996), „თუთა გონიოს გალავანში“ (1998), „ავტოპორტრეტი ფორთოხლებით“ (2001), „ჯიშის სიმღერა“ (პროზა, 2002), „ლექსის ქვეყანა“ (2003), „ღმერთით, საქართველოვ, ღმერთით“ (2008), „ვაზა-ავაზა“ (2013). ქართულ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით, მემედ აბაშიძისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემიებით. დაკრძალულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა მედეა ხაბაზმა.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments